19 მარტი, 2017

მომღერალი გია ჭირაქაძე გარდაიცვალა

ანსამბლ “ქართული ხმების” პირველი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული მომღერალი გია ჭირაქაძე 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გია ჭირაქაძე “ქართული ხმების” ბანი და მისი დამფუძნებელი იყო. “ქართული ხმების” გარდა, იგი ანსამბლ “დიელოშიც” მღეროდა.

სამწუხარო ინფორმაცია მომღერალმა დავით არჩვაძემ გაავრცელა:

”ძალიან სამწუხარო ამბავი – ქართულ ხმებს გამოაკლდა ერთი გენიალური ხმა და ადამიანი – გია ჭირაქაძე.”

გია ჭირაქაძის ცხოვრება სიმღერის გარდა, დაკავშირებული იყო ტელევიზიასთანაც, სადაც 18 წელი იმუშავა.

თბილისის საპატიო მოქალაქეს და მაყურებლის სიყვარულით განებივრებულ მომღერალს შარშან დაბადების დღეზე თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.