12 მარტი, 2017

ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელიც პირველად ქვეყნდება

პოეტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძე მთელი სიცოცხლის განმავლობაში ქართველი ხალხის ბედზე ფიქრობდა. ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული შემოქმედის ჩანაწერი, რომელიც ზაქარია ჭიჭინაძემ ჩაიწერა, ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელი ლაშა ბაქრაძე აქვეყნებს:

“ილია ჭავჭავაძე, საქართველოს რუსეთთან შეერთების 100 წლისთავის აღნიშვნაზე:

მე კერძოდ წინააღმდეგი ვარ ასეთის დღესასწაულის გადახდის, 40 წლის განმავლობაში, მე სულ იმ აზრის ვიყავ, რომ საქართველოს რუსეთის იმპერიასთან დაკავშირება იყო თვით ქართველი ერის სიკვდილი. 40 წლის განმავლობაში ამას ვფიქრობდი, ამას ვემსახურებოდი, ამას ვაკეთებდი როგორც სიტყვით, ისევე კალმით. ეხლა თქვენ მეუბნებით, რომ 40 წლის განმავლობაში თქვენი ნაფიქრ-ნაღაღადევი უარი ჰყავით და ასე უცბად ჩვენს განძრახვას დაემორჩილედო. არა, მე ჩემი 40 წლის ნამაგდარი შეხედულება უარი ვერ ვყავი, გაუმეორე კვალად: მე ასე ვფიქრობ მეთქი და ამიტომ თქვენც გირჩევთ, რომ ამ აზრის იყვნეთ და ჩვენი სიკვდილის ასის წლის თავს ნუ ვიდღესასწაულებთ მეთქი, მათ არ ქმნეს. მე კიდევ უარი ვსთქვი: მე არ თანაუგრძნობ თქვენს განძრახვას და ამიტომ მშვიდობით ბრძანდებოდეთ. მე ჩემთვის, თქვენ თქვენთვის.”

ეს უთქვამს ილიას 1900 წელს და გაუმეორებია 1901-ში.