14 თებერვალი, 2017

“სიყვარული აგვამაღლებს!”

“სიყვარული აგვამაღლებს!” – წერდა შოთა რუსთაველი და რთულია მას ამაში არ დაეთანხმო.

მაინც რა არის სიყვარული? – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სიყვარული ფსიქიკურ დაავადებად გამოაცხადა.

“არტ ინფო” გთავაზობთ ქართველი და უცხოელი მწერლების გამონათქვამებს ამ დიდებულ გრძნობასთან დაკავშირებით

ნოდარ დუმბაძე: “სიყვარული თავად არს ღმერთი და თუ სიყვარული შენთან არს, შენთან არს ღმერთი.”

კონსტანტინე გამსახურდია: “სიყვარულია თავად ღმერთი ამ ქვეყანაზე.”

ჯემალ ქარჩხაძე: “საერთოდ არაა ცნობილი, თუ სად, როდის და რატომ იბადება სიყვარული, რადგან კაცობრიობის ისტორიაში ჯერ არ გამოჩენილა ის ადამიანი, ვინც წარმატებულად დაშლის სიყვარულს შემადგენელ ნაწილებად და მის მექანიზმში გაერკვევა.”

ოტია იოსელიანი: „სიყვარული დიდი ტვირთია, სუსტი, უძლური და უნიათო ვერ ასწევს, ვერ ატარებს.“

გურამ დოჩანაშვილი: “დედამიწას სიყვარული ატრიალებს.”

ოთარ ჭილაძე: “ჭეშმარიტი სიყვარული ტანჯვაა, განუწყვეტელი მსხვერპლშეწირვაა და ეს განუწყვეტელი მსხვერპლშეწირვა და ტანჯვა არაფრით არ ნაზღაურდება. უფრო სწორად, ყველაზე დიდი საზღაური ის არის, ამგვარი ტანჯვის განცდისა და ამგვარი მსხვერპლის გაღების უფლება რომ მოგეცა.”

ალექსანდრე ჭავჭავაძე: “სიყვარულო, ძალსა შენსა ვინ არს რომე არ ჰმონებდეს?.. ვინ არს რომე გულსა ტახტად, ოხრვას ხარკად არა გცემდეს?”

გოდერძი ჩოხელი: “სიყვარულთან ერთად, თუ სიყვარულის გარდა ამ ქვეყანაზე არსებობს ბედისწერა, რომელიც ყველაფერს თუ არა, თითქმის ყველაფერს განაგებს ადამიანის ამქვეყნურ შარაგზაზე, ზოგისთვის რომ მართლა შარაგზა არის და ზოგისთვის კი, მიხვეულ-მოხვეული, ეკლიანი ბილიკი. სიყვარული კი ისეთი ღვთიური გრძნობაა, გინდა შარაგზაზე იდგე და გინდა მიხვეულ-მოხვეულ, ეკლიან ბილიკზე, ამ გრძნობას უიღბლოს ვერ უწოდებ, იმიტომ რომ ის სიყვარულია!!!”

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი: “ნამდვილი სიყვარული მაშინ იწყება, როცა გიყვარს და საპასუხოდ არაფერს ელი.”

მიხეილ ბულგაკოვი: “ვინ თქვა რომ დედამიწაზე არ არსებობს მარადიული და ერთგული სიყვარული? მატყუარას მოეჭრას მისი სამარცხვინო ენა!”

ოსკარ უაილდი: “სიყვარული ხელოვნებაზე გაცილებით დიადი, ძლიერი და მაღლა მდგომია.”

გი დე მოპასანი: “სიყვარული ძლიერია, როგორც სიკვდილი, მაგრამ მსხვრევადია, როგორც მინა.”

სტენდალი: “სიყვარულს შეიძლება ეწოდოს სამგზის ქურდი: არ ეძინება, გამბედავია და ადამიანს აშიშვლებს.”

ჯეკ ლონდონი: “ყველაფერი მოირყევა ამქვეყანაზე, სიყვარული კი არა, სიყვარულს გზას ვერ აუბნევ, თუკი ჭეშმარიტი სიყვარულია და არა უდღეური, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ბორძიკობს და სულს ღაფავს ხოლმე.”

ერიხ მარია რემარკი: “სიყვარული სნეულებასავით არის. ნელა და შეუმჩნევლად ადნობს ადამიანს, ხოლო როცა შეამჩნევ და მისგან თავის დაღწევას მოინდომებ, ძალა გღალატობს.”

აკუტაგავა რიუნოსკე: “სიყვარულიო? ეგ საკენკი პირტიტველა ლიტერატორებს დაუყარე. მე მხოლოდ წავიბორძიკე სიყვარულზე.”

ფრიდრიხ ნიცშე: “რა არის სიყვარული, თუ არა გაგება და ბედნიერება იმისა, რომ მეორე ადამიანი ცხოვრობს, მოქმედებს და განიცდის ჩვენგან განსხვავებულად.”

გაბრიელ გარსია მარკესი: “ზოგიერთები გამოიკეტებიან მარტოობაში, სიყვარულში და ამ სიყვარულის მარტოობაში, ხოლო მათი სიყვარული ამ სიყვარულშივეა ჩაძირული და ჩაფერფლილი და ცხოვრობენ ერთ დიდ, უკაცრიელ სამყაროში, სადაც სიყვარულია ერთადერთი და მარადიული რეალობა და ერთ არსებად ქცეულნი ნელ-ნელა იძირებიან მარტოობაში.”

ჰარუკი მურაკამი: “ცხოვრება სიყვარულის გარეშე იგივეა, რაც ქარი სარკმლის მიღმა – ვერ იგრძნობ მას და ვერც ჩაისუნთქავ.”

პაულო კოელიო: “სიყვარული დაუმორჩილებელი ძალაა. როდესაც მის კონტროლს ვცდილობთ, გვანადგურებს. როდესაც ვცდილობთ დავატყვევოთ, გვიმონებს.როდესაც ვცდილობთ გავიაზროთ, გვტოვებს გზააბნეულს და იმედგაცრუებულს.”

ვიქტორ ჰიუგო: “სიყვარული ხეს გავს: ის იზრდება თვითონ, ღრმად უშვებს თავის ფესვებს და აგრძელებს გამწვანებას დაცარიელებულ გულშიც.”

ჩარლზ ბუკოვსკი: “არ გააშიშვლოთ ჩემი სიყვარული, იქ შეიძლება მანეკენი აღმოაჩინოთ, არ გააშიშვლოთ მანეკანი, რადგან იქ შესაძლოა სიყვარული იყოს“.