რეპერი ემინემი მსოფლიო ესტრადაზე გამოჩენისთანავე მოექცა ყურადღების ცენტრში თავისი ორიგინალურობით და ექსცენტრიკულობით.
მისი ალბომები მილიონობით ტირაჟით იყიდება, კონცერტებზე კი სრული ანშლაგებია. ემინემის ახალ სიმღერებს მილიონობით ერთგული მსმენელი მოუთმენლად ელოდება.
და, აი, ინტერნეტში გამოჩნდა ემინემის ყველაზე ორიგინალური დუეტი, რომელსაც ის არც მეტი, არც ნაკლები, თუთიყუშთან ერთად “ასრულებს”.
სიმღერას “The Monster” ჰქვია და ორიგინალში მას ემინემი და რიანა მღერიან.