6 იანვარი, 2017

“ისიამოვნეთ, ის უკანასკნელად თამაშობს თქვენთვის!”

თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობს კოტე თოლორდავას რუსეთში კინოგადაღებებზე ჩასვლა სიცოცხლის ფასად დაუჯდა. გადატვირთულ სამუშაო გრაფიკს მისმა გულმა ვეღარ გაუძლო და სასტუმროს ნომერში გარდაიცვალა.

ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, კოტე თოლორდავას უკანასკნელმა ფილმმა ”млечныи путъ” მზის სინათლე იხილა. ფილმის პრემიერა 5 იანვარს რუსეთის ტელევიზიის პირველ არხზე შედგა.

ინფორმაცია და ვიდეო მისმა მეუღლემ განო მელითაურმა გაავრცელა:

“ყველას, ვისაც გახსოვთ და გენატრებათ…
ყველას, ვისაც გჯეროდათ მისი…

ქარიზმატული, გამორჩეული, უნიჭიერესი კოტე თოლორდავას ტრაგიკულად დასრულებული, მაგრამ ახდენილი ოცნება!

ისიამოვნეთ, ის უკანასკნელად თამაშობს თქვენთვის!

სამწუხაროდ, მოუწიათ სცენების ამოღება, ფილმში შევიდა მხოლოდ ის ეპიზოდები, რისი გადაღებაც უბედურ შემთხვევამდე მოესწრო.”

ფილმის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ: млечныи путъ 21:30 05/01/2017