24 დეკემბერი, 2016

“ვერ აღგიწერთ როგორი მდგომარეობაა”

მომღერალი თიკა ჯამბურია ცდილობს საზოგადოების ყურადღების ცენტრში თავისი საქმის მოხვდეს, თუმცა ხშირად არაკეთილისმსურველები მის შესახებ არასასიამოვნო ინფორმაციებს და ტყუილებსაც კი ავრცელებენ.

ამჯერად თიკა ქართულ საზოგადოებს მიმართავს და 2 წლის და 8 თვის გოგონას სიცოცხლის გადარჩენაში დახმარებას ითხოვს.

თიკა ჯამბურია:

“მინდა ერთი ბავშვის ისტორია გაგაცნოთ, რომელიც ახლა სიცოცხლისთვის იბრძვის. სულ რაღაც 2 წლისა და 8 თვისაა და გადასარჩენად იბრძვის. აღმოაჩნდა თავის ტვინის სიმსივნე, გაუკეთდა ოპერაცია. ნაწილი სიმსივნისა ამოიკვეთა. ახლა აუცილებელია, რომ გერმანიაში მოხდეს მისი გადაფრენა და იქ ადეკვატური მკურნალობა ჩატარდეს.

არსებობს “დედების ფონდი” ფეისბუქში, გავერთიანდით გოგონები და ვცდილობთ მცირედით დავეხმაროთ ასეთ ბავშვებს. ბავშვის ოჯახმაც ამოწურა მისი მაქსიმუმი და, სამწუხაროდ, ჩვენც. ჩვენი ჩარიცხული ლარითა და 2 ლარით შორს ვერ მივდივართ. კოლოსალურ თანხებზეა აქ საუბარი. სულ 90000 ევროზე, მაგრამ ნახევარი მაინც რომ შეგროვდეს, პირველადი სახსრები გაუჩნდება გერმანიაში სამკურნალოდ.

ძალიან დიდი თხოვნა იქნება, რომ დაეხმაროთ ამ პატარას… დარწმუნებული ვარ გულთან მიიტანთ ამ ბავშვის მდგომარეობას და ილოცეთ ამ პატარა ანგელოზისთვის… ყოველი დღე არის მისთვის მოკლებული სიცოცხლის შანსი. ვერ აღგიწერთ როგორი მდგომარეობა აქვს.”