რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში შოთა რუსთაველის ძეგლი დაიდგა.
ძეგლი რუსთაველის 850 წლის საიუბილეოდ სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოებისა და ამავე საზოგადოების საკნტ-პეტერბურგის ფილიალის თავმჯდომარის ავთანდილ ბუთხაშვილის ძალისხმევით დადგეს.
შოთა რუსთაველის ძეგლის სიმაღლე 340 სანტიმეტრია, სიგანე 56 სანტიმეტრი, ქანდაკების ავტორი კი ზურაბ წერეთელია.
რუსთაველის ძეგლი სანკტ-პეტერბურგში სიმბოლურად რუსთაველის ქუჩაზე 56 ნომერში განთავსდა.