წლევანდელ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი არაერთმა მომღერალმა და მსახიობმა გამოთქვა. მათ შორის იყო ჯგუფის “ქუჩის ბიჭების” ერთ-ერთი წევრი ზურა ხაჩიძე, რომელიც მშობლიურ ბორჯომში იყრიდა კენჭს.
მართალია ზურა პარლამენტში ვერ მოხვდა, მაგრამ ეს სულაც არ უშლის ხელს იმაში, რომ ხელისუფლებას ქვეყნისა და ხალხის მზრუნველობისკენ მოუწოდოს.
ზურა ხაჩიძე:
“მივხვდი, რომ ჩვენს ქვეყანას პატრონი არ ჰყავს. ერთი თვეა არ ვყოფილვარ და კიდევ უფრო დიდი გაჭირვება დამხვდა გარშემო, რაც ჩამოვედი! ხალხს მიხედეთ, თორე ძალინ ცუდად დამთავრებთ, მითქვამს მე თქვენთვის!”