ცისფერყანწელების ერთ-ერთი წევრის პაოლო იაშვილის სახლი ინგრევა. შენობა თბილისის შუაგულში – სოლოლაკშია განთავსებული.
პაოლო იაშვილის 7 ნომერში სულ სამი მაცხოვრებელია. ერთ-ერთ ბინაში ქართველი რეჟისორის გიგა ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმია განთავსებული.
ინფორმაციას სახლის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით, გიგა ლორთქიფანიძის მეუღლე, მსახიობი ქეთევან კიკნაძე ავრცელებს:
“მივმართავ მთაწმინდის რაიონის, კერძოდ, სოლოლაკის გამგებელს!
გთხოვთ, გაგვირემონტოთ სადარბაზო, აქ გიგა ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმია, სულ სამი მაცხოვრებელია და 3 სართულია.
არ თქვათ, რომ არ წაგიკითხავთ. მისამართი: პაოლო იაშვილის 7 ნომერი, ეს პაოლო იაშვილის სახლია, რომელიც ინგრევა.”