14 დეკემბერი, 2016

პაატა ბურჭულაძე სცენაზე ბრუნდება

საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე ხანმოკლე პაუზის შემდეგ სცენაზე ბრუნდება.

პარტიის “სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერმა ეს ინფორმაცია თავად გაავრცელა.

ჭადრაკის სასახლეში ჩატარებულ პარტიის ყრილობაზე პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ასპარეზი ახალგაზრდა თაობას დაუთმო, თვითონ კი უცხოეთში წასვლის და საერთაშორისო კარიერის განახლების გადაწყვეტილება მიიღო.

ქართველი საოპერო მომღერლის პირველი შეხვედრა მონატრებულ მსმენელთან დონ კარლოსით ლონდონის სამეფო თეატრში შედგება.