26 დეკემბერი, 2016

მურატ ილდირიმი დაქორწინდა

თურქული კინოს ვარსკვლავი მურატ ილდირიმი, რომელიც საქართველოს ხშირად სტუმრობდა და ქართველი ბავშვების დასახმარებლად ქველმოქმედებაშიც აქტიურად ჩაერთო, დაქორწინდა.

გრანდიოზული ქორწილი სტამბოლში გაიმართა. მსახიობის რჩეული მაროკოს „სილამაზის დედოფალი“ იმან ელბანია.

თურქული კინოს ვარსკვლავს საყვარელი ადამიანის “ხელში ჩასაგდებად” თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიფ ერდოღანის დახმარება დასჭირდა – სწორედ თურქეთის პირველმა პირმა იმან ელბანის მამას მურატის ნაცვლად სთხოვა შვილის ხელი და თანხმობაც მიიღო.