9 დეკემბერი, 2016

“მსახიობი და მომღერალი უფრო მაძღარი უნდა იყოს, ვიდრე მასწავლებელი და მეცნიერი?”

ამ შეკითხვას ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია სვამს და ცდილობს, საკუთარ კითხვაზე პასუხიც თავადვე იპოვნოს.

ხელოვნებათმცოდნემ ეს კითხვა მას შემდეგ დასვა, რაც ქართველმა მომღერლებმა და მსახიობებმა საკუთარ გაჭირვებასა და უმუშევრობაზე ღიად ისაუბრეს.

სოფო კილასონია:

“რუსთავი 2″-ში სერიოზულად ფიქრობენ, რომ მსახიობი და მომღერალი უფრო მაძღარი უნდა იყოს, ვიდრე მასწავლებელი და მეცნიერი?

რატომ? ერთი არგუმენტიც კარგი იქნებოდა… რაოდენ გაუგებრობა და არეულობაშია ხალხი.

როცა მედია ასეთი ზედაპირული და პათეთიკურია, სხვას რა უნდა მოვთხოვოთ. აამოქმედეთ პროდიუსერების ნამდვილი ფუნქცია და ცოტა იმუშავეთ გადაცემების შინაარსზე. უხერხულია.

ვამბობდი, არა ტელევიზორს, ვუყუროთ ისევ კინოს, მოვუსმინოთ მუსიკას-მეთქი და მაინც მაყურებინეს. სხვები იცინიან. მხიარულობენ. მე ვარ ცუდ ხასიათზე.”