ლევან ჯავახიშვილმა „იმედის დრო“ დატოვა

ლევან ჯავახიშვილმა „იმედის დრო“ დატოვაჟურნალისტმა ლევან ჯავახიშვილმა გადაცემა „იმედის დრო“ დატოვა.

ინფორმაცია ტელეწამყვანმა თავად გაავრცელა:

“დღეს საღამოს 8-ზე, 2016 წლის ბოლო „იმედის დრო“ გავა ეთერში. ახალი სეზონიდან კი გადაცემა ახალი ფორმატით და ახალი წამყვანით დაგიბრუნდებათ.

მინდა “იმედის დროს” გუნდს, მის თითოეულ წევრს, ყველას ვინც ამ გადაცემაზე მუშაობდა, მადლობა გადავუხადო. ასევე დიდი მადლობა ტელემაყურებელს. გმადლობთ, რომ ამ ხნის განმავლობაში ყოველ კვირას ჩვენთან ერთად იყავით.

ახალ სატელევიზიო სეზონს კი სიახლეებით შევხვდებით. გმადლობთ, რომ გვიყურეთ 2016-ში.”