28 დეკემბერი, 2016

ხმა მიეცით ანიტა რაჭველიშვილს

ანიტა რაჭველიშვილი მსოფლიო საოპერო ხელოვნებაში ერთ-ერთი განსაკუთრებულად ნიჭიერი ქართველია. ის მსოფლიოს წამყვან საოპერო თეატრებში მღერის, პარტნიორობას კი აღიარებული მომღერლები უწევენ.

პოპულარული ჰოლანდიური საოპერო ვებ გვერდი გამოკითხვას ატარებს ჰოლანდიაში 2016 წელს დადგმული საუკეთესო ოპერის გამოსავლენად. მათ შორის არის “ხოვანშინა”, რომელშიც ანიტა ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, მარფას როლს ასრულებდა.

ხმის მიცემა შეგიძლიათ აქ:  www.operamagazine.nl

სტატიის შუაში განთავსებული სიიდან Chovansjtsjina (De Nationale Opera)-ს არჩევით და ღილაკ Stem-ზე დაწკაპუნებით.

ხმის მიცემა 29 დეკემბრამდეა შესაძლებელი.