27 დეკემბერი, 2016

ჯორჯ მაიკლის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერალი ჯორჯ მაიკლი 53 წლის ასაკში თავის სახლში გარდაიცვალა.

ინფორმაცია მისმა მენეჯერმა გაავრცელა და ამ მომენტიდან მომღერლის გარდაცვალების მიზეზად სხვადასხვა ვერსია სახელდებოდა.

უცხოურმა გამოცემებმა გაავრცელეს ფოტოები, რომელიც მომღერლის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრეა გადაღებული. ფოტოებში ჯორჯ მაიკლის ცნობა შეუძლებელია, რადგან ის საშინლად გასუქებულია. გარდაცვალებამდე მომღერალი სწორედ ზედმეტ კილოგრამებს ებრძოდა და გარეთაც იშვიათად გამოდიოდა.

მისი გარდაცვალებაც ჭარბმა წონამ და გულის უკმარისობამ გამოიწვია. მომღერალი ახალ ალბომზე და დოკუმენტურ ფილმზე მუშაობდა, რომლის პრემიერაც გაზაფხულზე მარტში იყო დაგეგმილი.

ჯორჯ მაიკლის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, მის სახლთან მომღერლის თაყვანისმცემლების ნაკადი არ წყდება. მათ ვარსკვლავის საცხოვრებელთან ყვავილები, ფოტოები და სამახსოვრო ჩანაწერები მიაქვთ.