22 დეკემბერი, 2016

“იმედია, საზოგადოება ქვების სროლას არ დამიწყებს”

ახალგაზრდა მწერალი და პოეტი ანა ლაშხელი ონიანი, რომლის ნოველებიც “აკვანი” და “მეეზოვე” მკითხველში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, საზოგადოებას მიმართავს და იმედს იტოვებს, რომ მას ქვების სროლას არ დაუწყებენ.

ანა ლაშხელი ონიანი:

“მე, როგორც მწარე ენის ფეისბუკელმა, ვერ ავუარე გვერდი ამ ყველაფერს, რაზეც ახლა დავწერ და იმედია, ჩვენი ძალიან დახვეწილი და მოდერნიზებული საზოგადოება ქვების სროლას არ დამიწყებს.

მოკლედ, რამდენიმე დღეა სოციალური ქსელი ერთგვარმა კეთილშობილებამ მოიცვა, რომელსაც სეკრეტ სანტას ეპიდემიას დავარქმევ. ვითომ მოდის ეს სეკრეტა ლაპლანდიიდან და საჩუქრების მთელი კოლექცია მოაქვს.

ხალხნო, ქართველებო, თოვლის ბაბუა ქვია იმ სიკეთეს და ულამაზესად ჟღერს ქართულად ეს სახელი, თან სხვათაშორის მხოლოდ პატარების გულის გასახარადაა გამოგონებული. ნუ გიტყდებათ იმის აღიარება, რომ საკუთარ თავს საჩუქარს უკეთებთ. ნეტა მქონდეს ამის ფუფუნება, სანტას არ დავაბრალო…

ასწავლეთ შვილებს სწორად მეტყველება, გადაეცით ნამდვილი ღირებულებები მათ და ნუ გგონიათ, რაც უფრო ბევრ უცხო სიტყვას ჩააკვეხებთ თქვენს ლექსიკონში ქართულად, უფრო მაგარი ტიპები იქნებით.

გილოცავთ ყველას შობა-ახალ წელს, თქვენს პატარებს ნამდვილი თოვლის ბაბუას სტუმრობას ვუსურვებ, თქვენ ბევრ ფულს, რომ რაც შეიძლება ბევრი საჩუქარი გაუკეთოთ თავს.

პ.ს. რომელი თურქ-სელჩუკი, ევროპელი, ამერიკელი და რუსი გაგიკეთებს იმისთანას, შენ რომ გაუკეთებ შენ თავს. ღმერთების ენას რომ ვერ შეირგებ ისაა…

ისაუბრე ქართულად!”