5 დეკემბერი, 2016

გირშელ ჯავახიშვილი გარდაიცვალა

girshellმუსიკოსი გირშელ ჯავახიშვილი 35 წლის ასაკში გარდაიცვალა. ხელოვანი ფართო საზოგადოებამ “ვანოს შოუდან” გაიცნო, სადაც წლების განმავლობაში ბენდთან ერთად უკვრავდა.

გირშელი საქართველოდან ამერიკაში 6 წლის წინ კარიერის გასაგრძელებლად წავიდა. მას ექიმებმა სიმსივნე – ძვლის კიბო დაუდგინეს.

კოლეგის დასახმარებლად ქართველმა ხელოვანებმა საქველმოქმედო კონცერტები და გამოფენა-გაყიდვები ჩაატარეს.

გირშელმა ქიმიოთერაპიის კურსები ჩაიტარა, თუმცა დაავადება გართულდა და მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს.