14 დეკემბერი, 2016

ევროვიზიის შიდაშესარჩევი კონკურსი კიდევ ერთმა კონკურსანტმა დატოვა

“ევროვიზია 2017”-სთვის საქართველოში გამოცხადებულ შიდაშესარჩევ ეროვნულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი 28 კონკურსანტმა გამოთქვა.

საკონკურსო სიმღერების გამოქვეყნებამდე კონკურსი ანი კეკუამ და ანჩო დოლიძემ დატოვეს.

მათ კი დღეს კიდევ ერთი კონკურსანტი ნათია ბიძინაშვილიც შეუერთდა.

“ევროვიზია 2017”-ზე საქართველოს წარსადგენად 25 კონკურსანტი იბრძოლებს.

ევროფესტივალს უკრაინის დედაქალაქი კიევი უმასპინძლებს.