Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

თბილისის ათეშგაზე რესტორნის დაშენებას აპირებენ

16 ნოემბერი, 2016

tbilisis-ateshgaძველი თბილისის ერთ-ერთი გამორჩეულ ადგილას კიდევ ერთი რესტორანი გაჩნდება.

Icomos Georgia-ს ინფორმაციით, თბილისის ათეშგაზე რესტორნის დაშენებას აპირებენ:

“თბილისის არქიტექტურის სამსახურის კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ თანხმობა მისცა გომის ქ. 1-ში სამ სართულიანი ნაგებობის ცვლილების ესკიზურ პროექტს. თანხმობის დოკუმენტში ნათქვამია, რომ თანხმობა ეძლევა შენობის სახურავის მოწესრიგებას, თუმცა ყველას კარგად გვესმის, რომ თანხმობა გაიცა შენობაზე რესტორნის დაშენებაზე.

ბევრმა ძველი თბილისის გულშემატკივარმა და ბეთლემის პროექტის მეგობარმა იცის, რომ გომის ქ. 1, თბილისის ათეშგას (ცეცხლის ტაძარი) პირდაპირ დგას, რომლის ბაქნიდანაც ხედი იშლება კალაზე. სწორედ ეს სივრცითი კონტექსტია მნიშვნელოვანი ამ ადგილისთვის, როგორც თბილისის მდიდარი, ურთულესი, მრავალსაუკუნოვანი და მრავალშრიანი ისტორიის ფიზიკური მოწმისთვის. საოცარია, როგორ გადარჩა ეს უძველესი მატერიალური და არამატერიალური ფასეულობათა სინთეზი და მოაღწია დღემდე. გომის ქ. 1-ში 1980-იან წლებამდე 2 სართულიანი თბილისური საცხოვრებელი იდგა, რომელიც ჰარმონიულად ერწყმოდა გარემოს. 2007 წელს აიგო ახალი 3 სართულიანი შენობა, რომლის დაგეგმვისას ბეთლემის პროექტის ძალისხმევა ქალაქის არქიტექტურის სამსახურთან კომუნიკაციისას მიმართული იყო იმისკენ, რომ ახალი შენობა, მინიმუმ ძველზე მაღალი არ ყოფილიყო. საბოლოოდ დამკვეთმა, 3 სართულის მისაღებად ახალი ნაგებობის პარაპეტი ძველი ნაგებობის სახურავის კეხს თითქმის გაუტოლა და გადახურვა ბრტყელი დატოვა, რამაც ხედის სრულად შენარჩუნება ვერ უზრუნველყო, მაგრამ ძირითადი სივრცითი კომპოზიცია – ხედი ათეშგანდან კალაზე მაინც შეინარჩუნა. ახლა კი ამასაც საფრთხე ემუქრება.

თბილისის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს უმრავლესობამ, ისე, როგორც თბილისის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომელთა დიდმა ნაწილმა, დიდი ალბათობით, არ იცის სად არის ცეცხლის ტაძარი, რა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოვლინდა ძეგლზე ბოლოს ჩატარებული საკონსერვაციო სამუშაოებისას, მაგრამ სამწუხარო ის გახლავთ, რომ საბჭოს იმ სამად-სამი წევრისგან, ვისაც პროფესიული განათლება აქვს, ორმა თანხმობა მისცა ამ ესკიზურ პროექტს. ეს კი ნამდვილად საგანგაშოა.

იქნებ ეს ფაქტი უკვე ის ზღვარია, როცა ისევ უნდა წამოვწიოთ ათეშგას განსაკუთრებულობის საკითხი, ის რომ ქალაქის მფლობელობაში არსებული ეს არქაული ფასეულობა ძეგლთა დაცვის ინსტიტუციებისგან და ქალაქის ხელისუფლებისგან აბსოლუტურად მიტოვებული და მიუხედავია. ძეგლის კონსერვაციის და რეაბილლიტაციის თანხები საერთაშორისო დონორმა გაიღო.

დღეს ათეშგას არ გააჩნია ადმინისტრაცია, მოვლა-პატრონობის ბიუჯეტი, არ ჰყავს მცველი. მის დაცვას და დასუფთავებს იქვე მცხოვრები მოსახლე უზრუნველყოფს რამდენაც შეუძლია. იქნებ ეს არის იმის მიზეზი, რომ ვერც შესაბამისი უწყებები და პროფესიონალთა ნაწილი ვეღარ აანალიზებს, რომ განსაკუთრებულ ღირებულებსთან გვაქვს საქმე.

მეგობრებო და კოლეგებო, ალბათ მალე გამოვაქვეყნებთ სამოქმედო გეგმას ათეშგას დასაცავად და მოგმართავთ მხარდაჭერისთვის.”

ესკიზის ერთ-ერთი ვარიანტი

atehsga