14 ნოემბერი, 2016

“რაში გვარგია ვაჟა-ფშაველა? შოთა რუსთაველი?”

wwwww1“რაში გვარგია ვაჟა-ფშაველა? შოთა რუსთაველი? გალაკტიონი, რობაქიძე, ტიციანი, პაოლო? დიდოსტატის მარჯვენა? რაში გვარგია ხახულის ხატი მუზეუმში, ან “მამაი ლომზე”? ოპიზარები – ბეშქენ და ბექა? რად გვინდა სვეტიცხოველი, სამთავისი, ქართული პოლიფონია, საერთოდ მუსიკა, ყველაფერი ის, რაშიც უშუალო და პირდაპირ ანაზღაურებას ვერ მივიღებთ?

ფული ან ოქრო რაში გვარგია, ბოლობოლო? სავარგული და საჭირო განათლების მინისტრის და მის მაქებართა აზრით, ნეტავ რა არის? ჭამა-სმა, სექსი და ძილი, თუ კიდევ რაიმე უფრო რადიკალურად კონსუმერისტული, პირუტყვული?!” – კითხულობს კონსტანტინე გამსახურდიას შვილიშვილი ცოტნე გამსახურდია და ცდილობს, დაგროვილ კითხვებზე პასუხი თავადვე მოძებნოს:

“საკმარისია ხელმოწერა, ელემენტარული არითმეტიკული ოპერაციები, ბეჭდის დარტყმა და ჩეკის ამორტყმა იცოდე, სხვა რამე რაში სჭირდება ამ ქვეყნის ტიპის ბაზრობის მაცხოვრებელს?

პ.ს. ძალიან ვეცადე, რომ მამა-პაპურად არ შემეგინებინა…”