24 ნოემბერი, 2016

ქართული ავანგარდი მოსკოვში

nikal“ქართული ავანგარდი” – ასე ეწოდება გამოფენას, რომელიც მოსკოვში პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში გაიმართება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 1900-1930-იან წლებში შექმნილი უნიკალური ნამუშევრები.

დამთავლიერებელი იხილავს ნიკო ფიროსმანის, ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის, კირილე ზდანევიჩის, ელენე ახვლედიანის, ირაკლი გამრეკელის, პეტრე ოცხელის შემოქმედებას.

გამოფენა 12 დეკემბერს გაიხსნება და მასზე საქართველოსა და რუსეთის მუზეუმებსა თუ კერძო კოლექციებში დაცული 200-მდე ნახატი იქნება ექსპონირებული.

როგორც გამოფენის ორგანიზატორები აღნიშნავენ, ექსპოზიციის მიზანია დამთვალიერებელს გააცნოს ქართული ავანგარდის ნამდვილი მარგალიტები და ამავე დროს ხაზი გაუსვას ორი მეზობელი ქვეყნის – რუსეთისა და საქართველოს კულტურული ურთიერთობების მრავალსაუკუნოვან ისტორიას.

“ქართული ავანგარდი” რუსეთის დედაქალაქში 12 მარტამდე იქნება წარმოდგენილი.