14 ნოემბერი, 2016

ლევან წულაძის გამარჯვება საბერძნეთში

levan2რეჟისორმა ლევან წულაძემ საბერძნეთში გამარჯვება მოიპოვა.

მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი საბერძნეთში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ – ათინორამას პრემიაზე იყო წარდგენილი, რომელსაც 40 წლიანი ისტორია აქვს.

ლევან წულაძის მიერ ათენში, ანესის თეატრში დადგმული სპექტაკლი “დანაშაული და სასჯელი” 5 ნომინაციაზე იყო წარდგენილი.

5 ნომინაციიდან ათინორამას პრესტიჟული პრემია ქართველი რეჟისორის ნამუშევარმა 3 ნომინაციაში დაიმსახურა: საუკეთესო რეჟისორი – ლევან წულაძე (მეორე ადგილი), საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – ტასოს იორდანიდისი (მესამე ადგილი) და საუკეთესო სცენოგრაფია – სტავროსი (მეორე ადგილი).