27 ნოემბერი, 2016

“აი, გული როგორ არ გაგისკდეს?!”

nino-jvaniaპიანისტი და მუსიკათმცოდნე ნინო ჟვანია თბილისის კონსერვატორიის უნიჭიერეს და გაჭირვებულ სტუდენტზე ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც სამწუხაროდ, ერთადერთი არ არის.

ნინო ჟვანია:

“კონსერვატორიაში გვყავს ბევრი უკიდურესად გაჭირვებული უნიჭიერესი სტუდენტი… ვიცი, ბატონო, ეს ქვეყნის პრობლემაა, და ამას ამ წუთას არაფერი ეშველება…! მაგრამ…

სრულიად შემთხვევით გავიგე გუშინ, რომ სოციალურ დახმარებაზე მყოფ ერთ-ერთ სტუდენტს, რომელმაც ერთ-ერთ კონკურსზე პირველი პრემია მოიპოვა და ფულადი ჯილდო (არც თუ ისე დიდი, სხვათაშორის) მიიღო, სოციალური დახმარება მოუხსნეს.

ამ სტუდენტს სახლში არც ცხელი წყალი აქვს, არც გათბობა, არც მაცივარი, არც ინტერნეტი, არც ტელევიზორი… და ეს ფულადი პრემია არ ეყო, რომელიმე პრობლემა მოეგვარებინა.

აი, გული როგორ არ გაგისკდეს?! აზრი აქვს ამ კითხვის დასმას? მაგრამ მაინც დავსვამ: რას გვიკეთებს სოციალური მომსახურების სააგენტო?”

ასეთ პირობებში ბავშვი საქართველოში რომ მუსიკას აირჩევს პროფესიად… და მერე ყოველდღიურად საათებს ატარებს ინსტრუმენტთან… და ეს კაპიკები რომ უმნიშვნელოვანესია მისთვის… და მაგ კაპიკებსაც რომ წაართმევენ, იმიტომ, რომ ბევრი იმუშავა და მცირეოდენი ფულადი ჯილდო დაიმსახურა… აი მართლა როგორ არ გაგისკდეს გული?!”