21 ოქტომბერი, 2016

არ ჩამოხვიდეთ ჩვენთან!

soso-pavეს მიმართვა რუსეთში მოღვაწე ქართველ მომღერალს სოსო პავლიაშვილს ეძღვნება.

კინოდრამატურგმა, აზერბაიჯანის სახალხო არტისტმა რამიზ ფატალიევმა სოსო პალიაშვილს ღია წერილით მიმართა და ბაქოში ჩასვლისგან და იქ კონცერტის ჩატარებისგან თავის შეკავება ურჩია.

ღია წერილს გამოეხმაურა სოსო პავლიაშვილის კონცერტების დირექტორი ალიკ გასანოვი. მისი თქმით, მომღერალი ამ თემასთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს უახლოეს დღეებში გააკეთებს.

პ.ს. ყარაბაღში გამართული კონცერტის გამო, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სოსო პავლიაშვილი შავ სიაში შეიყვანა და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. მომღერალმა აზერბაიჯანის ხელისუფლებას სთხოვა მისთვის ქვეყანაში შესვლის უფლება მიეცა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განიხილა სოსო პავლიაშვილის თხოვნა და საკითხი დადებითად გადაწყვიტა.

რამიზ ფატალიევის ღია წერილს გაეცანით აქ: http://minval.az/news/123631289