Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“აინთო შუქი და გავოგნდი…”

21 ოქტომბერი, 2016

ia-sakaქართველი მუსიკოსი ია საკანდელიძე წლებია რუსთაველის თეატრში სპექტაკლებს მუსიკალურად აფორმებს.

ხელოვანი ამჯერად არა თეატრზე, არამედ კინოთეატრ “ამირანში” მომხრად შემხთვევაზე საუბრობს, რომელიც მას კანის გრანპრის მფლობელი ფილმის “JUSTE LA FIN DU MONDE” ნახვისას შეემთხვა.

ია საკანდელიძე:

“ამირანში” ვიყავით კანის გრანპრის მფლობელი ფილმი ვნახეთ “JUSTE LA FIN DU MONDE”…. მაგრამ ახლა შთაბეჭდილების გასაზიარებლად არ ვწერ, თუმცა ძალიან მომეწონა ფილმი…..

მოკლედ, ფილმის დაწყების წინ რეკლამების მერე, ეკრანზე კინოდარბაზის ადმინისტრაციის თხოვნაა – კინოს ჩვენების მერე ნაგავი (პოპკორნის ყუთები და პეპსის ჭიქები) დარბაზიდან გასასვლელში ნაგვის ყუთში ჩაყარეთო, თითქოს ამის შეხსენებაც არ უნდა იყოს საჭირო…

ჰოდა, ფილმის დამთავრების შემდეგ აინთო შუქი და გავოგნდი… ყველაფერი ძირს ეყარა?!… თანაც ძალიან ცოტა ადამიანი ესწრებოდა…. და რა ვქნა, რომ მიკვირს? ე.ი რეალობას აცდენილი ვარ?…. ახლა უფრო ეს მაღელვებს.”