17 სექტემბერი, 2016

ნოდარ ტაბიძე გარდაიცვალა

nodar186 წლის ასაკში გალაკტიონ ტაბიძის ძმისშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მწერალი და პუბლიცისტი ნოდარ ტაბიძე გარდაიცვალა.

ნოდარ ტაბიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანად წლების განმავლობაში მუშაობდა. დიდია მისი წვლილი გალაკტიონ ტაბიძის მუზეუმის განვითარებაში, სადაც მთავარი კონსულტანტი იყო.

ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის დაჯილდოებული იყო სხვადასხვა პრემიებით, მათ შორის, გალაკტიონ ტაბიძის და ვაჟა ფშაველას სახელობის პრემიებით.

ნოდარ ტაბიძემ სიცოცხლეში ბიძის, პოეტ გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედების შესახებ არაერთი წიგნი მოამზადა და გამოაქვეყნა.