20 სექტემბერი, 2016

მსოფლიო ვარსკვლავი სიპრიან კაცარისი ბათუმის მუსიკალურ ფესტივალზე დაუკრავს

siprian1ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი BATUMI MUSICFEST 2016 გადამწყვეტ ფაზაში შედის.

იუნესკოს მშვიდობის არტისტის, ელისო ბოლქვაძის მიერ ფესტივალი წელს მეოთხედ იმართება.

20 სექტემბერს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში მორიგი კონცერტი გაიმართება. ბათუმს საფრანგეთიდან მსოფლიო ვარსკვლავი სიპრიან კაცარისი ეწვევა, რომელიც ფრანგული საფორტეპიანო მუსიკის შედევრს – რაველის კონცერტს შეასრულებს.

სიპრიან კაცარისთან ერთად კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი მამუკა ალაფშვილის დირიჟორობით.