16 აგვისტო, 2016

ზურაბ შარია 1000 ლარით დააჯირიმეს

zura-sharia123რუსთაველის თეატრის მსახიობი ზურაბ შარია 1000 ლარით დააჯარიმეს. მსახიობი, რომელმაც პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და ვაკეში მაჟორიტარ დეპუტუტუდ იყრის კენჭს, ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავრცელებს:

“საჯარო სამსახურის ბიუროდან მოვიდა წერილი: რეგისტრაციიდან (მაჟორიტარ კანდიდატად) 1 კვირის ვადაში უნდა ჩამებარებინა ქონებრივი დეკლარაცია თურმე, ამიტომ გაჯარიმებთო 1000 ლარით.

ინფორმაცია და ინსტრუქცია არ მქონია ამგვარი ბიუროსა და ჩასაბარებელი დეკლარაციის შესახებ, სხვა ყველა მსგავს ღონისძიებაზე მქონდა და პირნათლად ვასრულებდი, არც საოლქოს ჰქონია ინფორმაცია და ინსტრუქცია.

იურისტის ყოლას კანონი არ მავალდებულებს, ანუ იურისტს უნდა ეთქვაო, არც გამაფრთხილებელი წერილი ან სატელეფონო შეტყობინება მომსვლია, ხვალ შემაქვს გასაჩივრება…

ასე შეუძლიათ კანდიდატების 70% მაინც დააჯარიმონ, ვინაიდან, ფაქტიურად, არავინ იცის ასეთი ბიუროს წესების შესახებ.”