6 აგვისტო, 2016

ვერკა ჯაჯანიძე დედა გახდა

verka1“ცეკვავენ ვარსკვლავების” მონაწილე ვერკა ჯაჯანიძე დედა გახდა. ვერკამ პროექტის მეექვსე სეზონში მონაწილეობა ორსულობის გამო ვერ მიიღო.

მოცეკვავე ფეხბურთელ ირაკლი შალიკაშვილზე გასული წლის ოქტომბერში დაქორწინდა. წყვილმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა.

ვერკა ჯაჯანიძეს და მის მეუღლეს პირველი შვილი – ბიჭი 6 აგვისტოს შეეძინათ.

ახალშობილს დემეტრე დაარქვეს. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.

დემეტრეს ფოტოები ინტერნეტში უკვე გავრცელდა. ახალბედა მშობლები კი პატარასთან ერთად, უამრავ მილოცვას და საუკეთესო სურვილებს იღებენ.

verka-jajanidze-deda-gaxda123