1 აგვისტო, 2016

“შევჭამეთ, ძვლები გამოვხარით საქართველოს”

1goderdzi-choxeliრეჟისორი და სცენარისტი გოდერძი ჩოხელი საქართველოსა და ქართველებზე ყოველთვის დიდი სიყვარულით წერდა.

მოკლე ჩანაწერიც, რომელსაც “არტინფო” გთავაზობთ, სწორედ სამშობლოსა და თანამემამულეების შესახებაა.

გოდერძი ჩოხელი:

“სულ მეგონა, ქართველები გაერთიანებული ვიყავით, შეგნებული გვქონდა ჩვენი ისტორია და ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. წინაპრებს ალმაცერადაც კი ვუყურებდით, ხედავთ, როგორ იქცეოდნენო?

და უცებ გაოცებული დავრჩი, როცა ათასჯერ იმაზე ცუდი გავაკეთეთ, შევჭამეთ, ძვლები გამოვხარით საქართველოს, წინაპრების ძვლები, ჩვენი ძვლები და იმ ქართველების, ჯერ რომ არ დაბადებულან!

ამან გამაოცა, ესა ვართ ქართველები?!”