13 აგვისტო, 2016

ქართველი მხატვრის ნამუშევარი ნიუ იორკის პრესტიჟულ გალერეაში

levan-songulashvili1მანჰეტენზე მდებარე ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ “Booth Gallery” გალერეაში 15 საერთაშორისო ხელოვანის უნიკალური ჯგუფური გამოფენა მოეწყობა. ექსპოზიცია სახელწოდებით “მეოთხე კედელი” 13 აგვისტოს გაიხსნება.

გამოფენისთვის საგანგებოდ შერჩეულ არტისტებს შორის არიან ლეგენდარული ნორვეგიელი ფერმწერი ოდ ნერდრუმი, ადამ მილერი, ბარნაბი ვიტფილდი, რიჩარდ სკოტი და ქართველი მხატვარი ლევან სონღულაშვილი.

Booth გალერეა თანამედროვე არტ სამყაროში აღიარებული ხელოვანების ნამუშევრებს წარმოადგენს. ლევან სონღულაშვილი თავისი თაობის პირველი მხატვარია, რომელსაც გალერეამ თანამშრომლობა შესათავაზა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ლევანის კომპოზიცია “Idem et Idem”-ის სერიიდან.
ექსპოზიციის ნახვა დამთვალიერებლებს 10 სექტემბრამდე შეეძლებათ.