13 აგვისტო, 2016

ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი ინგრევა

ivane1თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი ინგრევა.

კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში არსებულ სახლში, სადაც ივანე ჯავახიშვილი თავის მშობლებთან და და-ძმებთან ერთად ცხოვრობდა, მძიმე პირობებია. შენობაში სარემონტო სამუშაოები 90-იანი წლების შემდეგ არ ჩატარებულა.

დიდი ქართველი მეცნიერის გარდაცვალების შემდეგ, სახლი სკოლად გადაკეთდა, 1976 წელს კი ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმში დაცულია მეცნიერის პირადი ნივთები და სხვადასხვა ექსპონანტები, მათ შორისაა, მუსიკალურ საკრავთა მინიატურული გამოფენა, რომელიც მწერლის პირად კოლექციას წარმოადგენს.

საქართველოში პირველი უნივერსიტეტის დამფუძნებლის სახლ–მუზეუმი სავალალო მდგომარეობაშია და გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს. გასაკეთებელია გალავანი, მუზეუმის ეზო მოსაწესრიგებელია, სარესტავრაციოა მუზეუმის სხვადასხვა ისტორიული ექსპონატები, რომლებიც არამარტო ივანე ჯავახიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ისტორიას გადმოგვცემს, არამედ ასახავს საქართველოს მატიანეს. ამ სახლ-მუზეუმში ინახება სოფელ ხოვლეში აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის იარაღები და სხვა მნიშვნელოვანი მასალები.

სპეციალისტების ჩარევაა საჭირო მუზეუმის ინვენტარის აღსადგენაში, რე–ექსპოზიცია სჭირდება ფოტო მასალას, აღსადგენია საქართველოს რუკა, რომელიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ექსპონატს წარმოადგენს.

განახლებას საჭიროებს ექსპოზიციაც, რომელიც წლებია არ შეცვლილა.