9 აგვისტო, 2016

ბაკურ სვანიძე პოლიტიკაში

bakur-svanidze1იუმორისტი ბაკურ სვანიძე მაყურებელმა წლების წინ გადაცემით “ბუდრია” ალეკო მალხაზიშვილთან ერთად გაიცნო. მოგვიანებით ისინი ერთად მივიდნენ “რუსთავი 2”-ში სამუშაოდ, თუმცა მათი გზები გაიყო და ბაკურმა დამოუკიდებლად დაიწყო საქმიანობა.

ამჯერად ბაკურ სვანიძე პოლიტიკაში მიდის და წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს. ინფორმაცია ამის შესახებ იუმორისტმა თავად გაავრცელა:

“ბევრი რომ აღარ ვიპრანჭოთ – მოგესალმებით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვაზისუბანსა და მერვე ლეგიონის დასახლებაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბაკურ სვანიძე!

ჩემს კანდიდატურას ორშაბათს უკვე ოფიციალურად წარუდგენს მედიას “მემარცხენე ალიანსი” და პირადად მისი ლიდერი კახა ძაგანია.

უდიდესი მადლობა ამ ადამიანებს ასეთი ინიციატივის და ამხელა ნდობისთვის! მათი მხრიდან პარტიული ვალდებულებები ჩემს მიმართ არის ნული!

მათი პოზიციაა – “შენნაირი პიროვნება გვინდა იყოს პარლამენტში”. სხვას ეს ხალხი ნამდვილად არაფერს ითხოვს! მიხარია, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ ჩემს სამშობლოში!”