18 აგვისტო, 2016

“არ მიყვარს ხმამაღალი განცხადებები, მაგრამ…”

1nino-surguladze1საოპერო ოსკარის მფლობელი ქართველი მომღერალი ნინო სურგულაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

მეცო-სოპრანო მოუწოდებს ყველას მეტი გონიერებისა და სიფხიზლისკენ, რათა თავიდან ავიცილოთ იმ სავალალო შედეგების ზრდა, რომლებიც უკვე სახეზეა:

ნინო სურგულაძე:

“ხეების მოჭრა არის ვანდალიზმი და მეც, როგორც ამ ქალაქში და ქვეყანაში დაბადებული და გაზრდილი, ვგმობ ამ ვანდალიზმს და მოვუწოდებ ყველას, არ მოჭრათ ხე! დავრგოთ ხეები და ვიზრუნოთ ჩვენ სახლზე, რომელსაც საქართველო ჰქვია!

ჩვენი ფონდის “ნატვრის ხის”, დიტო ცინცაძის და სხვა ფონდების მთავარი მიზანია, ბავშვების გადარჩენა. ვერ ავუდივართ მომართვებს მშობლებისგან, დაავადებებმა მნიშვნელოვნად იმატა!

ვიზრუნოთ მომავალზე! ნუ გავინადგურებთ საკუთარ თავს და მომავალს! არ მიყვარს ხმამაღალი განცხადებები, მაგრამ ეს რეალობაა!”