9 ივლისი, 2016

სასჯელი მერსი სულხანიშვილისთვის

mersiiiii1მერსი სულხანიშვილი თავისი პირდაპირი გამონათქვამებით და თამამი საქციელით გაიცნო ფართო საზოგადოებამ. მოდის სფეროში მომუშავე ჟურნალისტი მალევე გახდა პოპულარული და სხვადასხვა გადაცემების ხშირი სტუმარი.

მერსი დასაჯეს. ჟურნალისტი, რომელმაც ერთ-ერთ სუპერმარკეტში შეურაცხყოფა მიაყენა მომსახურე პერსონალს, სამსახურიდან დაითხოვეს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, რადიო “აფხაზეთის ხმამ” სპეციალური განცხადება გაავრცელა:

“ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით თქვენი, ანუ ჩვენი მსმენელების ერთგულნი. ძალზედ ბევრი შეტყობინება მივიღეთ თქვენგან, ყველაზე შესაბამისად სათითაოდ პასუხს ვერ გაგცემდით, ამიტომაც ამ პოსტით გვინდა გაცნობოთ, რომ თქვენივე კატეგორიული მოთხოვნის შესაბამისად, ვითარების გარკვევამდე (მერსი სულხანიშვილი) რადიო ეთერიდან მოხსნილია!!!”