23 ივლისი, 2016

“საშინელება ხდება!”

1misha-kiriaaaახალგაზრდა საოპერო მომღერლებმა აქცია წამოიწყეს და მოუწოდეს საზოგადოებას მათ ინიციატივას შეუერთდნენ, უფრო მეტად იზრუნონ გარემოს გაჯანსაღებაზე, შეეწინააღმდეგონ პარკების გაჩეხვას და მათ ადგილას მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობას, უარი თქვან ავტომობილებზე და იარონ ფეხით, მეტროთი და ველოსიპედით.

“ნუ კლავთ მომავალ თაობას!” – ამ მოწოდების ავტორი უცხოეთში მოღვაწე ქართველი საოპერო მომღერალი მიშა ქირიაა:

“საშინელება ხდება!!!

იარეთ ფეხით, ველოსიპედით, მეტროთი. ნუ კლავთ მომავალ თაობას!

ჩინეთის დაბინძურებულ ჰაერზე მესაუბრებოდა ჩემი იტალიელი მეგობარი და საქართველოში 2-ჯერ უფრო დაბინძურებული ყოფილა ჰაერი, რაც ამდენი ონკოლოგიური და არა მხოლოდ ონკოლოგიური დაავადების პირდაპირი გამომწვევი მიზეზია.

მერე რომ ვიცით, ვიღაცას ჩვენი დახმარება სჭირდება და ჩავურიცხოთ თანხა, ამას ჯობია, აქამდე არ მივიყვანოთ საქმე.

მთავრობა და არც ოპოზიცია ხმას არ იღებს ამ საკითხთან დაკავშირებით და არც ამოიღებს, რადგან წამგებიანი თემაა მათთვის.

ვიცი, ბევრი არჩენს საკუთარ ოჯახს ტაქსაობით და ა.შ. მაგრამ სხვისი გაუბედურების ხარჯზე ასე არ უნდა ხდებოდეს!!!”