8 ივლისი, 2016

მესხეთის და ფოთის თეატრები ნოდარ დუმბაძის სახელობის ფესტივალზე

dumbadzis-festivali19 ივლისს ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში სპექტაკლებს მესხეთის და ფოთის თეატრები ითამაშებენ. “ძახილი” – ასე ეწოდება ორივე თეატრის სპექტაკლს, რომლებიც ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიხედვით არის დადგმული.

9 ივლისს, 15 საათზე ოზურგეთის თეატრის სცენაზე წარმოდგენილი იქნება ნოდარ დუმბაძის მოთხრობების კიდევ ერთი და განსხვავებული ინტერპრეტაცია ფოთის თეატრისაგან.

მოხუცებული იულია ბებია ვეღარ უმკლავდება შვილიშვილს, ნოდარს და გურიაში ქიშვარდი ბაბუასთან დეპეშას აგზავნის, რომ შვილიშვილი ჩაიბაროს და გაზარდოს. ქიშვარდი ბაბუას მიჰყავს შვილიშვილი, თუმცა არ იცის, როგორ გაუმკლავდება ,,უცხო“ შვილიშვილს. გურიაში ქიშვარდი ბაბუა თვალისჩინივით უფრთხილდება თავის ბადიშს. ნოდარი ყველას უყვარს, სოფლის კოლორიტი – დიდრო მასთან დიდ დროს ატარებს. ნოდარს ხატია უყვარდება, რომელიც ვერ ხედავს. მთელ დროს ერთად ატარებენ, მეცადინეობენ და გამოცდისათვის ემზადებიან.

ერთ დღეს ექვთიმე ყვაპუტას ნადი აქვს და ქიშვარდის შვილიშვილის დახმარებას სთხოვს. ნადზე დიდრო ნოდართან სანაძლეოს დადებს შარვლის გამო და დიდ ხურჯინს ასწევს. დიდრო შეუძლოდ გახდება. შინ დაბრუნებულ ნოდარს ბაბუა ჩაფიქრებული დახვდება, რადგან ფოსტალიონმა დეპეშა მოუტანა. იმერელი ბებია იულია შვილიშვილის დაბრუნებას ითხოვს. მართალია ბაბუას ძალიან უჭირს შვილიშვილის დათმობა, თუმცა მოხუცებული ქალის ცრემლს ვეღარ გაუძლებს და შვილიშვილს წასვლას სთხოვს. ნოდარი ითხოვს, რომ დიდროსთან გაუშვან, რადგან დანაპირები შარვალი აქვს გადასაცემი. დიდრო კვდება. ნოდარზე ძალიან იმოქმედებს დიდროს სიკვდილი და იგი ხატიასთან რჩება, რადგან ფიქრობს, რომ ხატიას მის გარეშე ძალიან გაუჭირდება.

9 ივლისს, 19 საათზე კი ფესტივალის ფარგლებში ნოდარ დუმბაძის მოთხრობების კიდევ ერთი და განსხვავებული ინტერპრეტაცია გათამაშდება მესხეთის თეატრისაგან. ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, ეს მნიშვნელოვანი სპექტაკლია მათ პროგრამაში.

საზოგადოება, რომელიც ივიწყებს ადამიანურ ღირსებებს და მოვალეობებს, ყოველივე ღირებულებების ნგრევით მთავრდება.