13 ივლისი, 2016

გუკა რჩეულიშვილი დაკავებულია

gukaპროდიუსერი და კინოსტუდია “სანგუკოს” დამაარსებელი გუკა რჩეულიშვილი დაკავებულია.

მან დაკავებამდე სპეციალური ვიდეო-მიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ სამართალდამცველებისთვის ჩაბარებას თავად აპირებდა.

გუკას დაკავებამდე სასამართლო სხდომაზე მისი დედა, მაია რჩეულიშვილი დააკავეს.

საქმე ეხება სამშენებლო კომპანია “ცენტრ პოინტის” საქმიანობას, სადაც გუკა რჩეულიშვილი გენერალური დირექტორი იყო.