1 ივლისი, 2016

დაბლოკილი და დაფინანსების გარეშე დარჩენილი ლიტერატურული ღონისძიებები

roin-abuselidze1პოეტი როინ აბუსელიძე იმ ლიტერატურულ პროცესებზე საუბრობს, რომლებიც ბოლო პერიოდში საქართველოში განხორციელდა.

მისი თქმით, დაიბლოკა კონკურსი, დაფინანსება შეუწყდა ჟურნალს და დაფინანსების გარეშე დარჩა პოეზიის და წიგნების გამავრცელებელი პროექტი.

როინ აბუსელიძე:

“ქართული ოცნების” წვლილი ლიტერატურაში:

“ლექსების გამოფენა” – კონკურსი, რომელიც რამოდენიმე წელი ტარდებოდა და მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, დაბლოკეს!

“ჭოროხი” – ჟურნალი, რომელსაც 50 წლის ისტორია აქვს და დღემდე გამოდიოდა, (ისიც ორ თვეში ერთხელ) დაფინანსება შეუწყვიტეს!

“ბათუმური პოეზიის ტურნე” – პროექტი, რომლის მეშვეობითაც ჩაგვქონდა ჩვენი პოეზია და წიგნები, საქართველოს ამა თუ იმ კუთხეში და ვაკეთებდით საღამოებს, აღარ არსებობს! (გუშინ მოვიდა პასუხი ფინანსები არ გაგვაჩნია და ვერ დაგაფინანსებთო… მიზერულ თანხაზეა საუბარი).”