24 ივნისი, 2016

ქართულმა ფილმმა ვალენსიაში გრანპრი მოიგო

anas-cxovreba-granpri1ქართველი რეჟისორის ნამუშევარი ვალენსიაში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალზე CINEMA JOVE საუკეთესოდ მიიჩნიეს და უმაღლესი ჯილდო მიანიჭეს.

ბუენოს აირესში საერთაშორისო კინოფესტივალზე Construir Cine რამდენიმე კვირის წინ მთავარი პრიზის მოგების შემდეგ, ნინო ბასილიას ფილმს “ანას ცხოვრება” ვალენსიაში გრანპრი გადაეცა.

ნინო ბასილია ფართო საზოგადოებამ თეატრებში დადგმული სპექტაკლებით გაიცნო. მოგვიანებით რეჟისორმა კინოში გადაინაცვლა.

“ანას ცხოვრება” მან საკუთარი სცენარის მიხედვით გადაიღო. ფილმი მარტოხელა დედის უმძიმეს ცხოვრებას მოგვითხრობს და მასში მთავარ როლს მსახიობი ეკა დემეტრაძე ასრულებს.