29 ივნისი, 2016

“მიატოვეთ მკვდრების გამდიდრება!”

misha-qiria1– მიატოვეთ მკვდრების გამდიდრება! – ამ რეპლიკის ავტორი უცხოეთში მოღვაწე ქართველი ბარიტონი მიშა ქირიაა. ის ხელისუფლებას მოუწოდებს ქვეყანაში შექმნილი ვითარება რეალურად აღიქვას და ფინანსები იქით მიმართოს, სადაც საჭიროა.

მიშა ქირია:

“საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის შენობა, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრის შენობა კატასტროფულ მდგომარეობაში……

სამაგიეროდ, ფეხბურთს მომავალი წლიდან 250 000 000 ლარი…. მკვდრებს ვუხდით ფულს, მიცვალებულებს არა, მკვდრებს და რითაც ამაყობს და საზრდოობს ქვეყანა და საზოგადოება, მაწანწალებად არიან ქცეულები.

ბევრი რამის თქმა შეიძლება, თუნდაც იმის, რომ ამ 250 000 000-ად ისეთი მსოფლიო დონის კლინიკის აშენება შეიძლება, რომელიც ჩვენს გაჭირვებულ მოსახლეობას ადგილზე უმკურნალებს და ამისთვის საცხოვრებლის გაყიდვა და ევროპული კლინიკების გამდიდრება არ დასჭირდებათ.

ან თუნდაც, ამდენი ოპერის მომღერალი გყავთ ქვეყანაში და ხედავთ, რომ მსოფლიოში მიმოფანტულები არიან ელჩებად. ყველამ თავიანთი შრომით მიაღწია ამ წარმატებას, ზოგს დღეები უშიმშილია უცხო მიწაზე, მარტოდმარტო დარჩენილს, მაგრამ იმედი არ დაუკარგავს და დიდი შრომის ფასად მიუღწევია მიზნისთვის.

რა გახდა ქართული ვოკალური სკოლის წარჩინებული ახალგაზრდების დაფინანსება, წელიწადში 100 000 ევრო ვერ გამოინახა ჩვენი სტუდენტებისთვის? რომელიც სამომავლოდ ისევ ქვეყანას დაუბრუნდება!!!

მოკლედ, ყველა ხელისუფლება, ვინც იყო საქართველოში (ზვიადი არ იგულისხმება, იმიტომ რომ 2 წელიც კი არ აცალეთ ისე მოკალით, დიახ მოკალით!!!) აფინანსებს ამ მკვდრებს, რომლებიც მილიონებს შოულობენ, მერე დროსტარება, წამალი, სმა, ქალები… იღუპავენ თავს ისე, რომ ქვეყანას და საკუთარ თავსაც კი არ ადგებიან და მშიერი ხალხის მილიონებს ქარს ატანენ.

გული მტკივა ინტერნეტში რომ ვნახულობ გაჭირვებული ადამიანების სურათებს, რომლებიც სიცოცხლუს გადასარჩენად იბრძვიან და შველას ითხოვენ… მიატოვეთ მკვდრების გამდიდრება!!!!!!! (სირბილიც კი ეზარებათ ამ ჩემისებს…. პ.ს. ერთეულებს არ ეხება).”