არაერთი ცნობილი ქართული სიმღერის ავტორი და შემსრულებელი ოთარ რამიშვილი 5 წლის წინ 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მისი სიმღერები დღესაც პოპულარულია და მსმენელში დიდი მოწონებით სარგებლობს. ერთგულმა და მადლიერმა მსმენელმა ოთარ რამიშვილს უკანასკნელი საჩუქარი გაუკეთა. 11 მაისს მისი მემორიალური დაფა გაიხსნება.
ინფორმაციას ოთარ რამიშვილის შვილი მიშიკო რამიშვილი ავრცელებს:
“11 მაისს ოთხშაბათს, 17:00 საათზე, ვაკეში კავსაძის ქ. N7-ში, ოფიციალურად იხსენება ოთარ რამიშვილის სახელობის მემორიალური დაფა.”
“როცა გულში სიბერე
ჩუმად შემეპარება,
იმქვეყნადაც ვიმღერებ,
მე არ დამეზარება!”
ოთარ რამიშვილი