24 მაისი, 2016

“ქვეყანა, სადაც უნდა მოკლა ან სკანდალი ააგორო, რომ დაგაფასონ”

giorgii-papkiauri1– აღარ ვაპირებ იმ ქვეყანაში არანაირი გამოფენის ჩატარებას, სადაც ხელოვნების მიმართ არავითარი დაინტერესება არ იგრძნობა, სადაც არ აფასებენ ახალს და ჩარჩენილები არიან “საბჭოთა კავშირის დროინდელ ჟანგიან ტაშტში”, – ეს განცხადება ახალგაზრდა ხელოვანს გიორგი პაპკიაურს ეკუთვნის, რომელიც თავისი სიმღერებითა თუ ნახატებით ფართო აუდიტორიას სამუდამოდ დაამახსოვრდა.

გიორგი პაპკიაური:

“ერთ პატარა განცხადებას გავაკეთებ: მოგეხსენებათ, რომ ვგეგმავდი ძალიან სერიოზულ გამოფენა-აქციას, რომელიც მიეძღვნებოდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ თემას, გარდა ამისა მქონდა პატარა საინტერესო აქციაც GIO ART selfie…

მოკლედ რომ ვთქვა, აღარ ვაპირებ იმ ქვეყანაში არანაირი გამოფენის ჩატარებას, სადაც ხელოვნების მიმართ არავითარი დაინტერესება არ იგრძნობა, სადაც არ აფასებენ ახალს და ჩარჩენილები არიან “საბჭოთა კავშირის დროინდელ ჟანგიან ტაშტში”.

ქვეყანაში, სადაც სხვისი ნაგავი ოქროდ მიაჩნიათ და საკუთარ ოქროს ვერ ამჩნევენ, ქვეყანაში, სადაც მხოლოდ ბოღმით, შურითა და სისულელეებითაა გადატვირთული რეალობა თუ ინტერნეტ სივრცე!

რომელ განვითარებაზე ვსაუბრობთ მაშინ, როცა შიში გვაქვს და დიდი პროტესტი ახლის მიიმართ?

ქვეყანა, სადაც უნდა ჩაიხადო, მოკლა ან სკანდალი ააგორო რომ დაგაფასონ.

“ექსტრემალურ ცურვას გისურვებთ სავეცკი ტაშტით.”