2 მაისი, 2016

დავით მაღრაძე იტალიაში დააჯილდოვეს

1davit-magradzeქართველი პოეტი დავით მაღრაძე და მისი შემოქმედება კარგად არის ცნობილი იტალიელებისთვის. მისი ახალი ნაწარმოებები ითარგმნება იტალიურად და პრეზენტაციებიც ხშირად ეწყობა.

დავით მაღრაძე რომში დააჯილდოვეს. ნობელის პრემიის ნომინანტს ლიტერატურაში სან სალვატირე ინ ლაუროს სამუზეუმო კომპლექსში, დონ ლუიჯი ლიეგროს სახელობის პოეზიის საერთაშორისო კონკურსის ჟიურის სპეციალური პრემია გადაეცა.

ქართველმა პოეტმა ეს ჯილდო წიგნისათვის „ექო“ მიიღო, რომელიც გამომცემელი ჯულიანო ლადოლფის მიერ გამოიცა იტალიაში. დავით მაღრაძესთან ერთად ლექსების კრებულის მთარგმნელი ნუნუ გელაძეც დაჯილდოვდა.