3 მაისი, 2016

ახალი აღმოჩენა ვარძიაში

vardzia1კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი წლებია მეცნიერების კვლევის ობიექტს წარმოადგენს. ვარძიაში არა მარტო კვლევები, არამედ სარეაბილიტაციო სამუშაოებიც მიმდინარეობს.

არქეოლოგებმა ახალი აღმოჩენა გააკეთეს. სამონასტრო კომპლექსის სამრეკლოს მიმდებარე ტერიტორიაზე მათ საცხოვრებელი და სამეურნეო ტიპის ოთახები აღმოაჩინეს. არქეოლოგების ვარაუდით, ახლადაღმოჩენილი ტერიტორია კიდევ უფრო ადრე შეიქმნა, ვიდრე თავად ვარძია.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ სამრეკლოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სივრცე ვარძიამდე საუკუნე ნახევრით ადრეა შექმნილი.