24 მაისი, 2016

”ადამიანი უსიყვარულოდ იგივეა, რაც მიცვალებული შვებულებაში”

remarki1„სამი მეგობარი“, „ტრიუმფალური თაღი“, „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ – ეს ერიხ მარია რემარკის ის ნაწარმოებებია, რომლებიც საუკეთესოდ არის მიჩნეული. მისი რომანები დღემდე საოცარ გავლენას ახდენს მკითხველზე.

“არტინფო” გთავაზობთ რემარკის გამონათქვამებს:

ვინც სრულყოფილია, მისი ადგილი მუზეუმშია.

ბედნიერება იწყება შენით და შენითვე თავდება, ეს ხომ ასე უბრალო რამეა.

ადამიანი ვერასოდეს გამოიწრთობა, შეუძლია მხოლოდ ბევრ რამეს მიეჩვიოს.

სინანული ყველაზე უსარგებლო რამ არის ამქვეყნად, გამოსწორება არაფრისა შეიძლება, თორემ ეს რომ შეიძლებოდეს ყველანი წმინდანები ვიქნებოდით.

დედამიწაზე ყველაფრისათვის არის ადგილი, მხოლოდ ადამიანებს ადგილი ვერ მოიძებნა.

ესმით კი საერთოდ ადამიანებს ერთმანეთის? ამას მოსდევს ყველა გაუგებრობა ქვეყანაზე.

იცხოვრო, ნიშნავს იცხოვრო სხვებისთვის. ადამიანი ადამიანითაა. ზოგჯერ მაინც ბჟუტავს სიკეთის ცეცხლი.

სიკეთე ადამიანს ძალას მატებს, თუ მძიმე ცხოვრებით დაღდასმულია.

მხოლოდ ოცნება გვაიძულებს შევურიგდეთ სინამდვილეს.

მიცვალებულნი დაასაფლავე და კბილებით ჩაეჭიდე ცხოვრებას. დრო სწრაფმავალია. გაძლება – აი რა არის მთავარი.

შეიძლება გახდე მთავარანგელოზი, მასხარა, დამნაშავე და ვერავინ შენიშნავს ამას. მაგრამ აი, ვთქვათ ღილი მოგწყდა სადმე, ამას კი მაშინვე ყველა დაინახავს. რა სულელურად არის მოწყობილი ქვეყნად ყველაფერი!

ღმერთს არ უყვარს გულქვა სულები, ივიწყებს მათ არსებობას. ამიტომაც ცოცხლობენ უსასრულოდ დიდხანს.

სიყვარულს ჩირქს არ სცხებენ მეგობრობით. დასასრული არის დასასრული.

სიყვარული ახსნა–განმარტებებს ვერ ითმენს, მას ესაჭიროება მხოლოდ ქცევები.

გიყვარს – ეს ნიშნავს, მასთან ერთად დაბერება გინდა.

საოცარია, რომ ადამიანს შეუძლია სიკვდილი, როცა უყვარს.

ჩვენ ვცხოვრობთ ილუზიებითა და ვალებით.

ყველა ცდილობს გამოგლიჯოს ცხოვრებას ყველაფერი, რისი გამოგლეჯაც შეუძლია, ვიდრე აღსასრულის დღე არ დადგება.

სიკვდილი – აი რაშია ჭეშმარიტი სიდიადე, მასში აღწევს ადამიანი სრულყოფილებას და ისიც ცოტახნით.

ცხოვრება მეტისმეტად ხანგძლივია ერთი სიყვარულისთვის.

ადამიანი უსიყვარულოდ იგივეა, რაც მიცვალებული შვებულებაში.

ვის ესაჭიროება მორალი სიყვარულში? მორალი სუსტების მოგონილია. მარცხიან ადამიანთა საცოდავი კვნესა.

წამის სიხარული – აი, ცხოვრება! მხოლოდ ის არის მარადისობასთან ყველაზე ახლოს.

– რასაც დაივიწყებთ, ის მერე მთელი ცხოვრება გაკლიათ.
– ხოლო ყველაფერი, რაც გახსოვს, ცხოვრებას ჯოჯოცხეთად აქცევს ხოლმე.
– როგორ შეუძლია წარსულს ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციოს?
– სწორედ იმიტომ, რომ ის წარსულია.

რთულ სიტუაციაში პრიმიტივი ყველაზე უკეთესია. დახვეწილობა კარგია მხოლოდ მშვიდობიან დროს.

იაფფასიანი მხოლოდ ის არის, რასაც საკუთარი თავის რწმენას მოკლებული ადამიანები ატარებენ.

სიყვარული სნეულებასავითაა. ნელა და შეუმჩნევლად ადნობს ადამიანს, ხოლო როცა შეამჩნევ და მისგან თავის დაღწევას მოინდომებ, ძალა გღალატობს.

არაფერი ისე არ ქანცავს ადამიანს, როგორც ყბედობა.

თუ სისულელეების ჩადენაზე ხელი ავიღეთ, ჩანს დავბერებულვართ.

– ადამიანი მხოლოდ მაშინ ბერდება, როცა უკვე აღარაფერს გრძნობს.
– არა, როცა უკვე აღარ უყვარს.

ადამიანი დიდია თავის ზრახვებში, მაგრამ უძლურია მათ განხორციელებაში. ამაშია მისი უბედურებაც და მომხიბვლელობაც.

აცხოვრე ქალი თუნდაც რამდენიმე დღით ისე, როგორც მუდმივად არ შეგიძლია აცხოვრო და მას აუცილებლად დაკარგავ.

ქალი ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო – სხვა ყველაფერი სიყალბეა.

არაფერს არ უნდა მიეჩვიო, ქალის სხეულსაც კი.

ქალი სიყვარულისგან უფრო ფხიზლდება, კაცი კი ჭკუას კარგავს.

ყოველთვის გვეჩვენება, რომ ადამიანს დავეხმარეთ და განზე ვდგებით ხოლმე მაშინ, როცა ყველაზე მეტად უჭირს.

ადამიანი არ არის დამნაშავე იმაში, რომ უყვარს.

გაწამებულნი არიან მხოლოდ გამარჯვებულნი. დამარცხებულნი ფრიად საომარ განწყობილებაზე გახლავან.

გარკვეულობა არასოდეს აყენებს ადამიანს ტკივილს. ტკივილს გვაყენებს მხოლოდ „მანამდე“ და „შემდეგ“.

ვიდრე ცოცხალი ხარ არავის ენაღვლები, მოკვდები და არაჩვეულებრივად მნიშვნელოვანი ხდები.

ცხოვრება არასოდეს სრულდება. მეტისმეტად სერიოზული რამ არის ცხოვრება, რომ იმაზე ადრე დასრულდეს, ვიდრე სუნთქვას შევწყვეტთ.

ადამიანი უფრო უჯერებს იმას, ვისაც არ იცნობს.

ვინც მეტისმეტად ხშირად იხედება უკან, იოლად წაჰკრავს რასმე ფეხს და დაეცემა.

ომზე ლაპარაკი პოლიტიკური ზეგავლენის საშუალებაა.

სიცოცხლე იმაზე მეტია, ვიდრე სენტიმენტალურ ცნებათა კრებული.

ყველა უბედურებას მაშინ მიეცა დასაბამი, როცა აზროვნების უნარი შევიძინეთ.

თუ რაიმეს გაკეთება გინდა არასოდეს იკითხო ამას რა მოჰყვება, თორემ ვერაფერს გააკეთებ. როცა საქმე წვრილმანებს ეხება, კითხვა შეიძლება. მნიშვნელოვანზე კი – არა.

შეურაცხყოფისგან თავის დაცვა შეიძლება, თანაგრძნობისგან კი არა.

ყველაზე უფრო დაუჯერებელი ამბავი, ყველაზე უფრო ლოგიკური აღმოჩნდება ხოლმე.

ძალაუფლება ყველაზე უფრო გადამდები სნეულებაა დედამიწაზე.

ვინც მოკვლით იმუქრება, არასოდეს მოკლავს.

ორიდან ერთი ყოველთვის ტოვებს მეორეს, მთავარი ისაა რომელი დაასწრებს.

რასაც დაივიწყებ, ის მერე მთელ სიცოცხლეში გაკლია.