4 აპრილი, 2016

რობი უილიამსი “დინამო არენაზე” იმღერებს

roby1მსოფლიო ვარსკვლავის რობი უილიამსის საქართველოში დაგეგმილი კონცერტის თარიღი უკვე ცნობილია. ბრიტანელი მუსიკოსის კონცერტის თარიღის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო ბენდმა “Groovesonix”-მა გაავრცელა:

“მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ რობი უილიამსს მხარს დავუჭერთ საქართველოში, თბილისში, “დინამო არენაზე” 27 მაისს.”

27 აპრილს მელომანებს სპორტის სასახლეში ეროს რამაზოტის კონცერტი ელოდებათ.

მსოფლიო ვარსკვლავების საქართველოში მოწვევა მთავრობამ ქვეყნის პოპულარიზაციისთვის დაიწყო და ამისთვის კულტურის სამინისტროს საჭირო ფინანსებიც გამოუყო.