28 აპრილი, 2016

ნუ ვკლავთ ქართულ ენას!

qartuli-ena17– ამ ენაზე “ვეფხისტყაოსანი” დაიწერა და თქვენ არ გეყოთ საბჟუტუროდ? რა ხდება? ვერ დევეტიეთ ამ ენაში? მოვა თაობა და მართლა ვეღარ წეიკითხავს იმ ნაწარმოებებს, რომლებიც დაწერილია ქართულად, – ამბობდა მწერალი ოტია იოსელიანი.

წლების შემდეგ, მწერლის ნათქვამი სულ უფრო აქტუალური ხდება.

– ნუ ვკლავთ ქართულ ენას, ფარნავაზის პირმშოს! – მოუწოდებს საზოგადოებას ჟურნალისტი თამაზ ჭეიშვილი და იმ უცხოური სიტყვების მცირე ამონათვალს აქვეყნებს ქართული ანალოგებით, რომლებიც ბოლო დროს ქფრთულ ენაში ყველაზე ხშირად გამოიყენება:

კრეატიული (creative) – შემოქმედებითი;
გლამურული (glamorous) – მიმზიდველი, მომაჯადოებელი;
სენსიტიური (semsitive) – მგრძნობიარე;
ფრუსტრაცია (frustration) – გაღიზიანება, გაბრაზება, უკმაყოფილება, თავის მობეზრება;
ვილანი (vilain) – უარყოფითი გმირი;
ლეთალური (lethal) – მომაკვდინებელი;
იმპლემენტაცია (implementation) – განხორციელება;
ტრენდი (trend) – მიმართულება;
მემორიალური (memorial) – სამახსოვრო;
ესკალაცია (escalation) – გაზრდა, გამწვავება;
კორექცია (correction) – შესწორება;
ნეგატიური (negative) – უარყოფითი;
თიმი (team) – გუნდი;
კასტინგი (casting) – შესარჩევი ტური;
რეკრუტირება (recruitment) – დაქირავება, რიგებში ჩარიცხვა;
ბენეფიციარი (beneficiary) – მიმღები, მოსარგებლე;
ნიუსი (news) – ახალი ამბავი;
პერფორმანსი (performance) – წარმოდგენა, ჩვენება;
შოუ (show) – სანახაობა;
კონტროვერსიული (controversial) – სადავო, წინააღმდეგობრივი;
პრეზენტაცია (prezentation) – წარდგინება.