11 აპრილი, 2016

ნინო სურგულაძე გამარჯვებულია

nino-sur1მსოფლიოში ცნობილი ქართველი მეცოსოპრანო ნინო სურგულაძე გამარჯვებულია. საქველმოქმედო ფონდ “ნატვრის ხის” დამაარსებელმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დაუღალავი შრომა ყოველთვის გამოიღებს სასურველ შედეგს და წარმატებაც არ დააყოვნებს.

ნინო სურგულაძე პრესტიჟული იტალიური გამოცემის GBOPERA-ს GBOSCAR – L’Eccellenza dell’Opera e della Danza-ს მიერ წარდგენილი იყო ნომინაციაში საუკეთესო მეცოსოპრანო “ნაბუქოს” შეუდარებელი შესრულებისთვის არენა დი ვერონაზე გამართულ 90-ე ფესტივალზე.

ამავე ნომინაციაში მონაწილეობდა მეორე ქართველი საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილიც. ანიტა ნომინაციაში წარდგენილი იყო ამავე ფესტივალზე “აიდას” უნაკლო შესრულებისთვის.

საუკეთესოს გამოვლენა და ხმის მიცემა შესაძლებელი იყო 10 აპრილის ჩათვლით. გამოკითხვის დასრულების შემდეგ კი გამარჯვებული ნომინაციაში საუკეთესო მეცოსოპრანო ნინო სურგულაძე გახდა.