3 მარტი, 2016

ფოთის თეატრი საქველმოქმედო სპექტაკლს ითამაშებს

1fotis-teatris-msaxiobiფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრი საქველმოქმედო სპექტაკლს ითამაშებს.

4 მარტს თეატრში წარმოდგენილი იქნება რეჟისორ გაბრიელ გოშაძის სპექტაკლი, რომელიც მან ლაშა ბუღაძის პიესის მიხედვით განახორციელა.

“თეატრი” – ასე ეწოდება სპექტაკლს. შეგროვილი თანხა გადაირიცხება ფოთის თეატრის დაზარალებული თანამშრომლის ვასილ ჭითანავას ანგარიშზე.

საქველმოქმედო სპექტაკლი თეატრში 19 საათზე დაიწყება. ბილეთებისთვის დარეკეთ: 577054308